ავტორი:

კლუბ "კოლიბრში" 25 იანვარს ამსტერდამელი მუსიკოსი San Proper დაუკრავს

კლუბ "კოლიბრში" 25 იანვარს ამსტერდამელი მუსიკოსი San Proper დაუკრავს

San Proper არის ამსტერდამის მუსიკალური სცენის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. იგი იქცა ამსტერდამის ერთგვარ მასკოტად და მუდმივად თანამშრომლობს და მონაწილეობს ისეთ ფესტივალებში და პროექტებში როგორებიცაა as Trouw, Rush Hour, Dekmantel და Red Light Radio.ნამდვილი ამსტერდამელი მუსიკალურ კარიერას სხვადასხვა როკ ბენდების რიგებში გიტარის შემსრულებლად იწყებდა და დღესაც მისი მუსიკალური სტილი სავსეა ცეცხლოვანი როკენროლის ელემენტებით და ინსტრუმენტალური იმპროვიზაციებით.პირველი სოლო ნამუშევარი მან ყველასთვის ცნობილი ლეიბლ Rush Hour Records-ზე გამოსცა და სწორედ ამ ლეიბლის ქოლგის ქვეშ გამოაქვეყნა მან არაერთი EP და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მუსიკალურ ინდუსტრიაში. მომდევნო წლებში San Proper-მა გამოუშვა არაერთი საოცარი ალბომი და ლეიბლი, რომელთა შორისაც ყველაზე საგულისხმოები ალბათ მისი Dekmantel-ის ლეიბლის ქვეშ გამოქვეყნებული ნამუშევრებია.Sap Proper-ს უმასპინძლებენ ქართველი არტისტები JD J და 98dots.

კლუბი კოლიბრი მდებარეობს რიყის 2 ნომერში, ყოფილი ბუდა ბარის ტერიტორიაზე.

FACE AND AGE CONTROL (21+)

San ProperJD J98dots.

I კალათა: 40 ლ

II კალათა: 50 ლ

კარზე: 50 ლ

შეიძინეთ ბილეთები: tkt.ge/SanProper

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია