ავტორი:

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

აშშ-ში SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ყოფილი ცოლ-ქმარი ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ესწრებოდნენ. მსახიობებმა თავიანთი ჯილდოების აღების შემდეგ ერთმანეთს წარმატება მიულოცეს.

ბულვარულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ კულისებში ყოფილი ცოლ-ქმრის გულთბილი შეხვედრა და ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული. ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილის სხეულის ენით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ერთად არიან, ან მალე ისევ ერთად იქნებიან.

ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, როგორი აღტაცებით უყურებს ბრედ პიტი ტელეეკრანთან ჯენიფერ ენისტონის გამარჯვებულად გამოცხადებას..

"კადრი, რომელიც ნიშნავს, რომ დაშორების შემდეგ ჯენიფერმა გაიმარჯვა. ეს საუკეთესო შურისძიებაა ანჯელინაზე" - წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ამ ფოტოს კომენტარებში.

ჯენის ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბრედ პიტთან ურთიერთობის შესახებ, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრული კავშირია. მეგობრების მხარდაჭერა კი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

SAG Awards-ის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს Twitter-ში განხილვის მთავარი თემა სწორედ ჯენისა და ბრედის აღდგენილი ურთიერთობაა.

"არ გინდა ჯენი, არ შეურიგდე, მან ერთხელ მიგატოვა, შენ უკეთესს იმსახურებ“

"ღმერთო, როგორ უხდებიან ერთმანეთს, ვლოცულობ, რომ შერიგდნენ.“

"არასდროს მომწონდა ანჯელინა, კარგი იქნება თუ ჯენიფერს შეურიგდება.“

"არ მჯერა, თუ შეიძლება ვინმემ ჩემთვის სასწრაფო გამოიძახოს."

"ჯენიფერს ვურჩევ, ამ მოღალატისგან რაც შეიძლება შორს გაიქცეს, ის ისევ უღალატებს.“

"რამხელა ქიმიაა მათ შორის, ბრედის ხელს შეხედეთ. ეს კადრი ყველაფერს ამბობს.“

"ყოჩაღ ჯენიფერს, ეს საუკეთესო შურისძიებაა ანჯელინაზე"

"ვერ დავიჯერებ, რომ ესენი ერთად არ არიან, ტყუილად უარყოფენ“, - წერენ კომენტარებში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ჯენიფერ ენისტონთან ერთად გამოჩნდა.

ბრედი ყოფილ ცოლს დაბადების დღეზეც სტუმრობდა, ასევე მასთან ერთად გაატარა წინასაახალწლო წვეულება და რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს კადრები "ოქროს გლობუსის“ ცერემონიიდან და ჯენიფერის მზერა სცენაზე ასული ყოფილი ქმრისადმი.

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“

კიანუ რივზის დედამ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები დაჩრდილა - 76 წლის პატრიცია ტეილორის შთამბეჭდავი ვიზუალი

რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?