ავტორი:

ჩინეთში ახალმა ვირუსმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისგან

ჩინეთში ახალმა ვირუსმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისგან

მსოფლიოში ახალი ტიპის ვირუსი ვრცელდება. განსაკუთრებით ბევრი ადამიანია ინფიცირებული ჩინეთში, სადაც BBC-ის ცნობით, მას უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის წარმომავლობას მეცნიერები ახლა სწავლობენ და ჯერჯერობით მედიკოსები მკურნალობის მეთოდებზე გადაჭრით ვერ საუბრობენ. როგორც BBC წერს, ბოლო ორ დღეში ჩინეთში 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 200 შემთხვევაა დადასტურებული.

პირველად უცნობი ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა.. გასულ ორშაბათს კი პირველი შემთხვევა დაადასტურეს სამხრეთ კორეაში, რასაც მოჰყვა ვირუსის გავრცელება ტაილანდსა და იაპონიაშიც.

ბრიტანელი ექსპერტები BBC-სთან ამბობენ, რომ დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური პირები ამბობენ და ის დაახლოებით 1700-ს უტოლდება.

მედიკოსები ამბობენ, რომ ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახეობა, რომლის გენეტიკური კოდის ანალიზი აჩვენებს, რომ სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო მეტი კავშირი აქვს პნევმონიასთან.

რა ვიცით ვირუსის შესახებ? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია:

  • .ეს არის კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც აქამდე ადამიანში არ გამოვლენილა.
  • კორონავირუსი ვირუსების დიდი ოჯახია, მაგრამ მათგან მხოლოდ ექვსი აინფიცირებს ადამიანს (ახალი ვირუსი კი უკვე მეშვიდეა).
  • .მეცნიერებს სჯერათ, რომ ვირუსის წყარო ცხოველები არიან, ვირუსმა მუტაცია განიცადა და ადამიანებში გავრცელდა.
  • ინფექციის ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, ხველება, სუნთქვის გახშირება და სუნთქვის პრობლემები.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, თავი შეიკავოთ ცხოველებთან დაუცველად მიკარებისგან, ასევე სიფრთხილით შეარჩიოთ და კარგად მოხარშოთ ხორცი და კვერცხი, თავი აარიდოთ იმ ადამიანთან ახლოს კონტაქტს, რომელსაც გრიპის სიმპტომები აქვს.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპი 2000 წელსაც გავრცელდა და მაშინ სხვადასხვა ქვეყანაში 774 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ გავრცელების არეალი უმეტესად აზიის ქვეყნები იყო.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში