ავტორი:

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

დღეს, საქართველოში, პირველი დრაივინ კინოთეატრი „კავეა დრაივინ სინემა“ ლისის ახალ იპოდრომზე გაიხსნება, სადაც მაყურებელი დიდ ეკრანზე ქართული ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერას ნახავს და საქართველოში პირველ დრაივინ კონცერტს მოისმენს ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით.

„კავეა Drive-in ლისის“ ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, დაიდო თუ არა, რამდენიმე საათში გახსნის არცერთი ბილეთი აღარ იყო და ბევრი მაყურებელი გვწერდა, რომ ვერ მოასწრეს ბილეთების შეძენა, სწორედ ასეთმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ კიდევ ერთი დღე დაგვემატებინა დრაივ ინ კონცერტი ერეკლე დეისაძის და მისი ბენდის მონაწილეობით, ასე რომ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს, 10 ივლისის ბილეთები, დაესწროს კონცერტს და ნახოს უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“- აცხადებენ „კავეას“ წარმომადგენლები.

“კავეას” ქსელი ავტომობილების პირველ კინოთეატრში, მაყურებელს უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს შესთავაზებს. „კავეა drive-in ლისი“ 100 ავტომობილზეა გათვლილი და ყოველ საღამოს 21:00 და 23:00 საათზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ფილმებს საკუთარი ავტომობილებიდან უყურონ.

უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების პრემიერა, კინოთეატრებში პანდემიამდე პერიოდში იყო დაგეგმილი და ახალი კინოთეატრიც სწორედ ამ ნამუშევრით იხსნება. „კავეა დრაივინ ლისზე“ მოსული მაყურებელი, კონცერტის და ფილმის ხმას საკუთარ ავტომობილებში, რადიომიმღების მეშვეობით მოისმენს. drive-in ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, რადიომიმღები უნდა მომართოთ ტალღაზე 95.9. ეს არის ამერიკული პრაქტიკა, რომელსაც ქართველი მაყურებელი დღეს, პირველად გამოცდის.

ბილეთების ღირებულება კი ასე განისაზღვრა, ჯიპებისთვის 39 ლარი, ხოლო სედანისთვის 29 ლარი და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა კინოთეატრის ადმინისტრაციის მიერ არ იზღუდება, რაც ნიშნავს რომ 29 ლარად თავისუფლად არის შესაძლებელი კავეა დრაივინ ლისზე ფილმს ოთხმა ადამიანმა უყუროს ერთი ავტომობილიდან, რაც სტანდარტული კინოს ბილეთის ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.

„კავეა დრაივინ ლისის“ ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების რეკომენდაციები, ინტერაქცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე დაცულია სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია ყველა, მნიშვნელოვანი მსოფლიო გამოცდილება.

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს