ავტორი:

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი რამდენიმე თვის წინ პირველი შვილის, გოგონას მშობლები გახდნენ. ახალშობილს კაი დაარქვეს. პოპულარული წყვილი ჯერჯერობით არ აქვეყნებს ისეთ ფოტოებს, სადაც ბავშვის სახე ჩანს, თუმცა ახალბედა დედიკომ ამერიკულ Vogue-ს ბავშვის შემდგომ ცხოვრებასა და მშობიარობის სირთულეზე ესაუბრა.

ჯიჯი ჰადიდი ამბობს, რომ პენსილვანიის შტატში, თავისი ოჯახის ფერმის სახლში იმშობიარა. მშობიარობის პროცესი კი 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოდელის თქმით მშობიარობის დროს მთელი ოჯახი მის გვერდით იყო და ოჯახის წევრების გარდა, ბავშვის დაბადებაში მას ადგილობრივი ბებიაქალი ეხმარებოდა.

“ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ჩემში ცხოვრობდა ცხოველი, თუმცა როდესაც ვინმეს ასეთ მდგომარეობაში უყურებ, მას მაინც განსხვავებულად აღიქვამ. შესაძლოა, იმ მომენტში ცოტა გიჟს ვგავდი“, - ამბობს ჯიჯი.

მოდელის თქმით, ბავშვის დაბადებას მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც პატარა ზეინის ხელებში დაიანახა. ჯიჯი მიიჩნევს, რომ მშობიარობა ბუნებრივი რამაა და სურდა ეს გამოცდილება მიეღო.

ის განმარტავს, რომ ზეინთან ერთად ნახა 2008 წლის დოკუმენტური ფილმი - The Business of Being Born, რომელიც სახლში მშობიარობის შესახებაა, რის შემდეგაც წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი სახლში დაბადებულიყო.

"ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ უნდა დენებდე მას, ის ასეთია. ბებიაქალი მიყურებდა და თითქოს მზერით მეუბნებოდა, შენ უნდა გააკეთო ეს, ვერავინ დაგეხმარება. ვიცი, ზეინი, დედა და ბელა ამაყობდნენ ჩემით, მაგრამ წამიერად მათში შიშსაც ვხედავდი“, - ამბობს ჯიჯი ჯადიდი.

სუპერმოდელი ბავშვს ოჯახის წევრების დახმარებით ზრდის, არ ჰყავს ძიძა და ამბობს, რომ სურს შვილის აღზრდა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს.

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე