კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე: "მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს?"

კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე: "მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს?"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაურია. დაპირისპირება ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შორის მოხდა.

კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი! ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?" - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება სუბელიანის შვილს, ის სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულწლოვანია და სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო, მან აღნიშნულთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

"მსურს სხდომა ღია იყოს, რადგან ეს საჭიროა", - განაცხადა სუბელიანმა.

ალექსანდრე სუბელიანი და ბრალდებული მიხეილ კალანდია დეიდაშვილები არიან.

"გაიგო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა... შემდეგ ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა" - პროკურატურა კასპის მკვლელობაზე

მარნეულის საკრებულოს შენობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა