ავტორი:

ავარია ონში - გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 4 ადამიანი

ავარია ონში - გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 4 ადამიანი

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ დემეტრე მეორის ქუჩაზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესში“ მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.

დაშავებულები ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ქუთაისში რეანომობილებით გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.

ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში იპოვეს

ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ეძებენ - "პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა"

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები