ავტორი:

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ის, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან იდგნენ და როცა დაშორდნენ, მაშინ დაესხნენ თავს გვარამიას. ის ამბობს, რომ დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა ხმა გაიგო.

„კიბეზე მე და ელენე ხოშტარია ნიკა გვარამისთან ვსაუბრობდით. საუბარი როგორც კი დავამთავრეთ, ერთი წამი არ იყო გასული, ჩვენ ჩამოვდიოდით კიბეზე, გვარამია ბრუნდებოდა დარბაზში და წამში გავიგეთ დარტყმის ხმა და რომ მოვიხედეთ, ვნახეთ, რომ გვარამიას დაარტყეს. შემდეგ უკვე დაცვა გაეკიდა. 2 თუ 3 ადამიანი იყო, თვითონ დარტყმის მომენტი არ დამინახვს, მაგრამ ეს მოხდა იმდენად წამებში, ჩვენი დაშორების შემდეგ. ადამიანები იყვნენ ჩასაფრებული და სპეციალურად ელოდებოდნენ“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე ინფორმაციით, გვარამიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტთან დაკავშირებით 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.

"სკოლაში წიგნები ჩააბარა, იქიდან დედასთან ერთად გამოვიდა და ეს საშინელება მოხდა..." - კახეთში ავარიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ