ავტორი:

"სკოლაში წიგნები ჩააბარა, იქიდან დედასთან ერთად გამოვიდა და ეს საშინელება მოხდა..." - კახეთში ავარიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

"სკოლაში წიგნები ჩააბარა, იქიდან დედასთან ერთად გამოვიდა და ეს საშინელება მოხდა..." - კახეთში ავარიას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა

ახმეტაში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გარდაცვლილი მოზარდი სოფელ კოღოთის მაცხოვრებელი ანი პიტაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი დედასთან ერთად ოჟიოს სკოლაში წიგნების ჩასაბარებლად იმყოფებოდა, იქედან დაბრუნებულს კი, გზაზე გადასვლის დროს ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

"ოჟიოს სკოლაში დადიოდა. დედასთან და მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც ეს საშინელება მოხდა. როგორც ვიცით, სკოლაში წიგნები ჩააბარა, იქიდან რომ გამოვიდნენ, გზაზე გადაირბინა და ამ დროს დაეჯახა ჯიპი... საშინელება ტრიალებს" - ამბობენ AMBEBI.GE-სთან მომხდარის თვითმხილველები.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა