ავტორი:

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" ჯგუფში "ანიტასთვის" განთავსდა, სადაც გოგონას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ვრცელდებოდა.

"მთელი საქართველოს მფარველ ანგელოზად იქცა ანიტა. გთხოვთ, ღირსეულად, უსაყვედუროდ ადამიანებისა და განსაკუთრებით, უფლის მიმართ.

გთხოვთ, ილოცეთ ახლადშესვენებული ანიტასთვის" - წერს ოჯახის ახლობელი.

"ერთმანეთის სიყვარული რომ გვასწავლა ეს ის გოგოა! საქართველო რომ გააერთიანა ეს ის გოგოა! ჩვენს ანგელოზად რომ იქცა ეს ის გოგოა! ყველა ქალი მის დედად რომ აქცია ეს ის გოგოა! ერთმანეთის თანადგომა რომ გვასწავლა და შემდეგ გაგვიფრინდა ეს ანასტასიაა..." - წერს ჯგუფ "ანიტასთვის" ერთ-ერთი წევრი.

"გაგვიფრინდა ჩვენი გოგო... როგორ მეგონა, რომ გადაიტანდი ამ ყველაფერს და კარგად იქნებოდი... როგორ მეგონა რომ იცოცხლებდი... მთელი საქართველო გელოდებოდა ჩვენო ანგელოზო, როდის ჩამოხვიდოდი და ჩაგიკრავდით გულში... ახლაც გელოდებით, ბოლო გზაზე გაგაცილებთ პატარავ... დავმარცხდით ხალხნო, დავმარცხდიით..." - წერს ჯგუფ "ანიტასთვის" ერთ-ერთი წევრი.

გოგონას მდგომარეობა ბოლო დღეებში ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლების წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუება გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას...

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს ის ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

80 წლის მოხუცს, რომელიც ფიცრულში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ახმეტის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან

კახელი პატრული მარტოხელებს ყოველდღე პურით უსასყიდლოდ ამარაგებს

"კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ" - ექიმი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან დაინფიცირებულ ახალ პაციენტებზე