ავტორი:

"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე

"მასთან ჩემი კონტაქტისთანავე, ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას შესახებ მეუღლე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, გამსახურდია უკვე ორი კვირაა ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ნელ-ნელა პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება:

"საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან. ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა, და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა.

ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო. ამჟამად, ზემოთ აღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია დღეს გახმაურდა. სედაციის მოხსნის შემდეგ პაციენტს სჭირდება გარკვეული დრო ამა თუ იმ ფუნქციის აღსადგენად.

ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად).

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე.

ასე რომ, ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელნელა იბრუნებს ფუნქციებს. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს" - წერს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, ჯაბაურის წარმომადგენელის ინფორმაციით, 3 კვირის წინ თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას სანახავად მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა და არ სურდა, მისი შვილის სანახავად მეუღლე შეეშვა. ჯაბაურის წარმომადგენლის განმარტებით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია და ცოტნე გამსახურდიას სრული იზოლაცია მოითხოვა.

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია