ავტორი:

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ძმა, გიორგი გამსახურდია "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის:

"არ მიყვარს დეტალების გამომზეურება ხოლმე, რაც მე მეხება და მითუმეტეს ეხება ჩემს ძმას. მაგრამ ამ ათასი ჯურის არამკითხემ უკვე ყელში ამოიყვანა ჩემი მოთმინება... სეირის მოლოდინში ყურებდაცქვეტილო ხელცქვიტებო, თქვენს გასაგონად ვამბობ ბევრ რამეს (ანალოგიურს ფიქრობს ჩემი უფროსი ძმა და ჩემი რძალი) ცოტნეს საკითხი იყო ძალიან რთული, პირველ ეტაპზე ფაქტობრივად ყველა იმედი გადაწურული იყო, ქართველმა ექიმებმა და ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ მართლა ყველაფერი გააკეთეს, რომ სიტუაცია რადიკალურად სასიკეთოდ შემობრუნებულიყო... შემდეგ დადგა ეტაპი, როდესაც ცოტნე საჭიროებდა საზღვარგარეთ მკურნალობას, შეირჩა კლინიკა და საქართველოს მთავრობის, ასევე ფონდი ქართუს სრული ჩართულობით, სამედიცინო თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის, ისტამბულის აჯიბადემის კლინიკაში, სადაც ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეს ექიმებმა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ცოტნე გამოაღვიძეს.

მესამე ეტაპი, რომელიც რეაბილიტაციას მოიცავს, დაიწყო ახლა, ასევე ზემოთხსენებული ადამიანების ორგანიზებით და ჩვენი სრული ჩართულობით. რეაბილიტაცია თურქეთში გადაწყდა იმ მიზეზის გამო, რომ იმ დროისთვის, ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი იყო სრულიად დახურული და მიუხედავად ქ-ნი ე.ტიკარაძის პირადი ძალისხმევისა, გერმანულ მხარეს არ არმოაჩნდა მზაობა მიეღო სარეაბილიტაციოდ პაციენტი. ცოტნე მოიტაცეს, ცოტნე გაიტაცეს, ცოტნე არ ვიცით სადაა, გიორგის "ტვიტერი" ყალბია და ა.შ. არის სპეკულაცია, სხვა თუ არაფერი. არ ჩამოვთვლი იმ არამკითხე მოამბეების სახელებსა და გვარებს, ვინც ამ სისულელში არიან ჩართულნი და ამ სისულელეებსა და სიცრუეს ტირაჟირებენ. არ მინდა და არ მაქვს სურვილი მანანას ნათქვამზე ან თუნდაც რაიმე საქციელზე კომენტარი გავაკეთო. ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანია და თავად არის თავის გაკეთებულ საქმეზე თუ ნათქვამზე პასუხისმგებელი....

ახლა ბოლოს, ცოტნეს მკურნალობის არცერთ ეტაპზე, არცერთი ინსტანციისგან, მაქვს მხედველობაში ქართული სახლემწიფო ინსტიტუტები, მმართველი გუნდი თუ ადგილობრივი საელჩო, იოტისხელა ყურადღება არ მოკლებია მას და არც თურქეთში მყოფ დედამისს ან მის მეუღლე ანის. ყველაფერი ცოტნეს გარშემო მიდის და მიდიოდა უმაღლესი ყურადღებით და უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, რაც დღევანდელ მსოფლიოში შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობას, პრემიერიდან დაწყებული და ბოლო წევრით დამთავრებული, საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისთვის და მთელ საზოგადოებას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელთათვისაც ძვირფასია ცოტნე და გამსახურდიების ოჯახი. მე კიდევ გავაგრძელებ ჩემ ძმაზე ზრუნვას ვიღაცეების ფხუკუნის მიუხედავად.

p.s. არ იტევს ეს დალოცვლილი "ტვიტერი" მეტს და მიწევს ამ ფორმით ხოლმე ინფორმაციის გადმოცემა", - წერს გიორგი გამსახურდია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ka" dir="ltr">სალამი მეგობრებო,ორი სიტყვით ცოტნეს ამბების შესახებ. რადგან ტვიტერი ვერ იტევს შინაარსობრივად ჩემს თუნდაც მინიმალურ სათქმელს,გთავაზობთ მიბმული ფაილის მეშვეობით. მადლობა ყურადღებისათვის <a href="https://t.co/hLkvkMGazZ">pic.twitter.com/hLkvkMGazZ</a></p>&mdash; George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) <a href="https://twitter.com/GeorgeGamsa1979/status/1247592551986737152?ref_src=twsrc%5Etfw">April 7, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდია წერდა, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის დედა ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.

მანანა გამსახურდიას გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა არც ცოტნეს მეუღლემ ანა ჯაბაურმა.

"ერთმა - კორონავირუსი აქვსო, სხვა ლაბორატორიაში არაფერი გამოვლინდა... უნდა ვუჩივლოთ თუ არა 7 წლის ბავშვის სტრესისთვის?" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ძმა დისშვილზე

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ.. რა სულელური ფორმულირებაა" - ნათია ფანჯიკიძე

"ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს" - რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში"