ავტორი:

კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის

კადიროვის ფოტოშარჟი რუსეთის პატრიარქის "როლში" - რა გაუვრცელეს ინტერნეტში ჩეჩნეთის ლიდერს და როგორ უსწორდება ის ახალგაზრდებს სარკაზმისთვის

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის "განსხვავებული" ფოტოკოლაჟი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა, მის ავტორებს თავისუფლების აღკვეთის ფასად დაუჯდათ.

ადგილობრივი ჟურნალისტის, ამინა უმაროვას თქმით, "ფოტოკოლაჟის ავტორებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ რამზან კადიროვი თავს დებს ჩეჩენთა უზენაეს სასულიერო ლიდერობაზე და ამ დროს ისიც კრემლის ისეთივე რუპორია, როგორც პატრიარქი კირილი".

რამზან კადიროვის სისასტიკისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მასობრივი დევნის მიუხედავად, ბოლო ხანებში მის მიმართ სარკასტული იუმორი გახშირდა. 24 იანვარს 25-მა ადგილობრივმა ახალგაზრდამ, რომელთა შორისაც სკოლის მოსწავლეებიც არიან, კადიროვის სახე რუსეთის პატრიარქ კირილის ფოტოში "ჩასვეს". kavkazr.com-ის ცნობით, "დამნაშავეებმა ეს ფოტოკოლაჟი შექმნეს და ერთმანეთს "მესინჯერით" გადაუგზავნეს. ადგილობრივმა შსს-მ ყველა მათგანი დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით, - ზოგი გაათავისუფლეს, თუმცა, რამდენიმე მათგანი დღემდე იზოლატორში რჩება".

საუბარია, ქალაქ შალიში, გერმენჩუკსა და კურჩალოის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. გამოცემის ცნობით, მათი გამოშვება "პროფილაქტიკური საუბრებით" დაიწყო. ყველა მათგანს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს თუმცა, ისე, რომ იურიდიულად არანაირი პროცედურები არ ჩატარებულა, არც ოქმი შეუდგენიათ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ცნობით, ისინი ვალდებული არიან "ჯარიმა" გადაიხადონ.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრი ნაციონალური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობისა და ინფორმაციის საკითხებში, ჯამბულატ უმაროვი "უმადურს უწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც ვერ ხედავენ რამზანის დამსახურებას".

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ამას აკეთებენ ადამიანები, "რომელთაც ჩვენ ვუშენებთ გზებს, საავადმყოფოებს, მეჩეთებს, ბაღებს... ვაძლევთ ფულს, ვეხმარებით, ვაძლევთ სამუშაოს... მერე რა, მიეცი ყველაფერი, მაგრამ ისინი მაინც დაგცინებენ, გაგაშარჟებენ. ისინი ვითომ იუმორისტულ-სატირული ფორმით, "მესინჯერით" გამოგიგზავნიან იმ ადამიანის ფოტოს, რომელიც მათთვის ყველაფერს აკეთებს. არადა, იგივე ადამიანები წერენ კომენტარებს, - "რამზან, გვიშველე", "რამზან დაგვეხმარე!" - ემოციურად წერს უმაროვი. ჩინოვნიკის სიტყვების თანახმად, საჭიროა, "გააფრთხილონ ყველა და მკაფიოდ განუმარტონ ამ ორიოდე ათეულ ამრევსა და ნაძირალას, თუ რას აკეთებენ. ასევე, სადამდე შეიძლება მიიყვანონ საკუთარი ხალხი თავიანთი სურათებით, კარიკატურებითა და შარჟებით".

რამდენიმე დღის წინ, რამზან კადიროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის დაცინვას და ღირსების შელახვას შეეცდება, მკაცრად დაისჯება. ჩეჩნეთის ლიდერის ფოტოკოლაჟს ინტერნეტში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. ზოგი წერს, რომ "ახალგაზრდები შეგნებულად მიდიან ამ პროვოკაციაზე მიუხედავად იმისა, რომ იციან, "კადიროვცები" ამას მხოლოდ მათ კი არა, მის გარშემო ყველას აზღვევინებს".

სხვების თქმით, "ეს ძალიან კარგია, რადგან კადიროვი უნდა ხვდებოდეს, რომ ყველას ვერ გააჩუმებს და მის მოჩვენებით ან ბრმა თაყვანისმცემლად ვერ აქცევს".

აშშ-ში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე საუბრობენ - საგანგებო შეტყობინება რუსეთს და მოსკოვის პასუხი

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს - რას წერს რუსული გამოცემა?

შიმშილობა ჩრდილოეთ კორეაში? - რაზე საუბრობენ გაეროს ექსპერტები და რა მოსალოდნელი კრიზისისთვის ამზადებს კიმ ჩენ ინი საზოგადოებას