ავტორი:

აშშ-ში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე საუბრობენ - საგანგებო შეტყობინება რუსეთს და მოსკოვის პასუხი

აშშ-ში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე საუბრობენ - საგანგებო შეტყობინება რუსეთს და მოსკოვის პასუხი

აშშ უახლოეს კვირებში შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ CNN პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულით აშშ საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ იმ ფონზე, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.

CNN-ის ცნობითვე, აშშ რეგულარულად მოქმედებს შავ ზღვაში, მაგრამ ახლა სამხედრო ხომალდების განთავსება მოსკოვისთვის სპეციალურად გაგზავნილი შეტყობინება იქნება იმის შესახებ, რომ ამერიკა რუსეთს აკვირდება.

აღნიშნულს უკვე მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის მხრიდან. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი, ელენა პანინა აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო გემების შესაძლო გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

ის აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დონბასის გარშემო სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.

“ეს იქნება სიგნალი არა რუსეთისთვის, არამედ უკრაინელი ნაციონალ-რადიკალებისთვის. სიგნალი, რომელიც ქმნის ცრუ ილუზიებს ამ პუბლიკისთვის”, - აღნიშნა პანინამ.

კრისტიან ერიქსენს კარდიოსტიმულატორს ჩაუდგამენ - რას აცხადებს დანიის ნაკრების ექიმი?

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები