ავტორი:

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი.

ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, ვინაიდან შესაბამისი ნებართვა დაჭრილის ახლობლებისგან არ აქვთ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

ხმაური პარლამენტთან - სამართალდამცველებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვინ არის მილიონერ კობა ნაყოფიას ერთადერთი ქალიშვილი - ნატალი ნაყოფიას ფოტოები "ინსტაგრამიდან"

#შექმენიბიბლიოთეკა - კამპანიის  ფარგლებში, "სასტუმრო ტერასა 8 მგზავრებში" ლიტერატურული კაფე გაიხსნა