ავტორი:

პამელა ანდერსონი 74 წლის პროდიუსერს 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა

პამელა ანდერსონი 74 წლის პროდიუსერს 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა

მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი და პროდიუსერი ჯონ პიტერსი ერთმანეთს 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც CNN წერს, განქორწინების შესახებ განცხადება წყვილმა Hollywood Reporter-ზე გამოაქვეყნა.

"ცხოვრება თავგადასავალია, სიყვარული კი პროცესი - ამ უნივერსალური სიმართლით ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ, არ გვქონდეს ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა და ჩვენი რწმენა პროცესს მივანდოთ.

მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გვიცხადებთ განცალკევებულად ცხოვრების დროს.

ჩვენ გადავაფასებთ, რა გვსურს ცხოვრებისგან და ერთმანეთისგან“, - ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.

პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი - ფოტო 80-იანი წლებიდან

წყვილმა 20 იანვარს იქორწინა და ქორწილი მალიბუზე გადაიხადა.

74 წლის ჯონ პიტერსი სხვადასხვა წარმატებული ფილმის პროდიუსერია, მათ შორის, 1976 წელს გადაღებული A Star is Born-ისა და 1989 წელს გადაღებული Batman-ის.

პამელასთვისაც და ჯონისთვისაც ეს მეოთხე ქორწინება იყო. ანდერსონი აქამდე კიდ როკზე, ტომი ლიზე და რიკ სალომონზე იყო დაქორწინებული.

პამელა ჯონს 80-იან წლებშიც ხვდებოდა, თუმცა მაშინაც მათი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა და წყვილი მალე დაშორდა.

"მძიმე დაავადება ჰქონდა, ბოლო პერიოდში საავადმყოფოში იწვა..." - მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა