ავტორი:

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

პრემიერ გახარიას გადადგომას ყველა თავისებურად გამოეხმაურა - ოპოზიციამ არჩევანი მოუწონა, პოზიციამ დაუწუნა, ზოგმა კი მის წასვლას სიმღერაც მიუძღვნა. მომღერალმა ზურა მანჯავიძემ ცნობილ სიმღერას "ორშაბათიც შაბათია" ახალი ტექსტი მოარგო და გიორგი გახარიას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა.

"ფიქრებმა და ოცნებებმა ბევრი ღამე გაათია,

ახლა მაინც სად მიდიხარ, კომენდანტის საათია.

კრიზისების მართვა იცი, გიმუშავებს კარგად ტვინი,

რად წახვედი ასე უცებ, ჯერ მოგეხსნა კარანტინი...

ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე,

გადაკეტე გულის კარი წახვედი და მიგვატოვე... მხოლოდ სელფი დაგვიტოვე" - მღერის მანჯავიძე და მის ვიდოეს უამრავი ნახვა აქვს.

რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ამ ფორმით დამშვიდობებოდა ყოფილ პრემიერს - ზურა მანჯავიძე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს:

"როდესაც ვნახე, გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში როგორი გამოხმაურებები ჰქონდა, იდეა ამან მომცა, განსაკუთრებით, რამდენიმე ფრთიანმა ფრაზამ. მერე ის ფრაზები შევკრიბე, საიდანაც ჩემი სახალისო ტექსტი გავაკეთე, რომ ხალხი ცოტა გამხიარულებულიყო... მოკლედ, ზოგი პოსტს აქვეყნებს და მე რითაც შემიძლია, ისე გამოვეხმაურე.

- ხალხის რეაქცია იცი შენს ნამუშევარზე?

- კი, ბევრი გამოხმაურება იყო, ზოგ შემთხვევაში, მოულოდნელიც...

- რას გულისხმობ - პოზიტიური შეფასებები იყო თუ ნეგატიური?

- ვიდეო YOUTUBE-ის ჩემს გვერდზე გავაზიარე და იქ ყველა კომენტარი პოზიტიური იყო, სხვაგან სავარაუდოდ უარყოფითი შეფასებები იქნება. ყველაზე საიტერესო ის იყო, რომ ვიდეო ისეთმა საიტებმაც გააზიარა, რომ ჩემთვის საწინააღმდეგო აზრი აქვთ, ანუ ოპოზიციურმა. ცოტა დაბნეულები არიან, - მგონი, თავისებურად გაიგეს.

- შენ რა იდეა ჩადე?

- ჩემი გულის წყვეტა ჩავდე... სიმართლე რომ ვთქვა, დიდი პატივისცემით ვიყავი და ვარ გახარიას პერსონისადმი, მაგრამ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს იმაზე, სწორი იყო თუ არა მისი გადადგმული ნაბიჯი, რადგან ძალიან მოულოდნელი გახლდათ. იმ ხალხისაც არ მესმის, ვინც მას აქებდა, მისი მხარდამჭერები იყვნენ და ახლა "შავი პიარი" აუგორეს.

ასე ყველაფრისთვის ხაზის გადასმა და მთელი დამსახურების წყალში ჩაყრა, რომელიც ამ ადამიანს უდაოდ აქვს, ნამდვილად არ არის მართებული და ზუსტად ეს გამოვხატე. თუმცა „ფეისბუქზე“ სოციალურ ქსელში მიშისტური მიდრეკილებების ადამიანები გამომეხმაურნენ...

მინდა ამას მეტი იუმორით შეხედონ. მეტი პოზიტივით, ქვეტექსტებს თავის სასარგებლოდ ნუ გააკეთებენ. თუ მეტის გაგებას შეეცდებიან, უკეთესი იქნება.

- ადრესატმა, ვისაც უმღერე თუ გაიგო?

- არ ვიცი, ვიღაცებმა დათაგეს. მე მასთან პირადი ურთიერთობა არ მაქვს. როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგი იუმორი აქვს და თუ მოისმინა, იმედია, სწორად გაიგებს და გაეცინება. თუ გაეცინა - ეს ყველაზე კარგი რეაქციაა. უნდა გაეღიმოს, რადგან უარყოფითად ნამღერი არ არის. ვიმეორებ, გული დამწყდა, რომ წავიდა.

- ამ სიმღერაზე "ორშაბათი შაბათია" რატომ გააკეთე ეს მუსიკალური შარჟი?

- რა ვიცი, კარგად ჩაჯდა და აეწყო...

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ

ვირტუალური "ოქროს გლობუსი" და წითელი ხალიჩა - ვის როგორ ეცვა დაჯილდოების ცერემონიაზე

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე