ავტორი:

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

"დიდებული საუკუნის“ მსახიობს, ადნან კოჩს, 16 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

მსახიობი დამნაშავედ ცნეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში, მძევლების აყვანასა და ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.

ადნან კოჩთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, მეჰმეთ კოჩი, რომელსაც 4 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ 5 პირი.

ადნან კოჩი 2018 წლის 15 მარტს, სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში დააკავეს, სადაც პოლიციელები ნარკოდანაშაულის გამოსავლენად სპეცოპერაციას ატარებდნენ. მსახიობმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ექვსი პოლიციელი დაჭრეს, რამდენიმე მათგანი კი მძევლად აიყვანეს.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავების პროცესში მსახიობი ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა.

ადნან კოჩი თურქულ სერიალ "დიდებულ საუკუნეში“ მონაწილეობდა. სერიალი საქართველოში პოპულარობით სარგებლობდა და ის ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობია. ადნანი სერიალში ბეჰრამ ფაშას როლს ასრულებდა. მისი გმირი ერთ-ერთი პროვინციის ბეილერბეი იყო, რომელიც 46-ე სერიაში მოკლეს.

ნახეთ მსახიობის დაკავების კადრები

"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე

საქართველოში, შესაძლოა, Hollywood-ის რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღონ

"მამის დაკარგვის შემდეგ, მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს" - ნანუკა გულუა ოჯახურ ტრაგედიაზე, ჩცდ-ს ახალ სერიებსა და სხვა პირად თემებზე