ავტორი:

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

კომპანია Avon-ი კოსმეტიკურმა გიგანტმა Natura & Co-მ შეისყიდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ბრაზილიურმა კორპორაციამ Natura & Co კომპანია Avon-ი შეისყიდა. გაერთიანების შედეგად უმსხვილესი ჰოლდინგი Natura & Co ახლა უკვე 4 დამოუკიდებელ კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს: Avon, The body Shop, Aesop და თავად Natura. შესაბამისად, ის კოსმეტიკურ ბაზარზე სიდიდით მეოთხე კომპანია გახდა. მისი მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონზე მეტია და დღითიდღე კიდევ უფრო მეტად იზრდება.

როგორც კომანია Avon-ში ვარაუდობენ, Natura-სა და მათი გაერთიანებული ძალებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში 6.3 მილიონი წარმომადგენლის მეშვეობით, ისინი გაყიდვების ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. მაღაზიათა დიდი ქსელი - 3 000-ზე მეტი ობიექტი და ციფრული გაყიდვები კი კომპანიებს პირდაპირი გაყიდვების სფეროში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ბრენდი - Avon, The Body Shop, Aesop და თავად Natura დამოუკიდებლად, საერთო ქოლგის ქვეშ აგრძელებენ თავიანთ განვითარებას და ინარჩუნებენ იმავე მენეჯმენტსა და გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თითოეული ბრენდის წინსვლას.

როგორც Avon-ის დირექტორი, ანა ცხადაძე გვიამბობს, გაერთიანების შედეგად მათთვის იქმნება ახალი შესაძლებლობები, რომ უფრო ფართო მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილები სხვადასხვა ბაზარზე და მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ქალს მისცენ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების, წინსვლის, ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ამ გაერთიანების შედეგად Avon და Natura & Co მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. როგორც დაგეგმილია, კომპანიის შემოსავალი ყოველწლიურად 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს და დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანზე მეტი გახდება. ამასთან, ორივე კომპანია გეგმავს სიახლეებს, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას და მათზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

„ცოტა ხნის წინ, Natura-მ 50-ე დაბადების დღე აღნიშნა. ჩვენს დიდ ოჯახში Avon-ის შემოერთებით ჩვენს ისტორიაში ახალ ერას ვიწყებთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთი ხედვა, საერთო ინტერესები, დიდი სიყვარული და ენთუზიაზმი სილამაზის ინდუსტრიის მიმართ, ამიტომ ერთად, უფრო დიდი ძალისხმევით მსოფლიოს უფრო კეთილ და ლამაზ ადგილად ვაქცევთ“, - განაცხადა Natura-ს თანადამფუძნებელმა ლუის სიბრამ.

როგორც Avon-ში აცხადებენ, გაერთიანებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში კიდევ უფრო დიდ ბაზრებზე შესვლის გზები. ამასთან, Natura & Co-ს ქოლგის ქვეშ ის უფრო კრეატიული, ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული გახდება. თავად Natura-ს ბრენდს კი Avon-ი ლათინური ამერიკის საზღვრებს გარეთაც გაუწევს პოპულარიზაციას.

შეგახსენებთ, რომ Natura & Co გლობალური, მულტიბრენდული კოსმეტიკური კორპორაციაა, განსაკუთრებით ძლიერი და პოპულარული ლათინო ამერიკულ ბაზარზე. ამერიკული კომპანია Avon-ი კი უკვე 130 წელზე მეტია ზრუნავს ქალების ფინანსურ გაძლიერებასა და მათი დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. Natura-ს ისტორია 1968 წელს ბრაზილიაში იწყება, სადაც ის დაფუძნებისთანავე გახდა გაყიდვების ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ Natura & Co და Avon აქტიურად იბრძვიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით და კოსმეტიკულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველები არიან, რომელთა პროდუქცია არ გადის ტესტირებას ცხოველებზე. ამ უდიდესი კომპანიების გაერთიანებით კი მაღალი ხარისხის კოსმეტიკა მსოფლიოს უფრო მეტ წერტილში გახდება ხელმისაწვდომი.

R

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის