ავტორი:

ევროპაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაინფიცირების ახალი შემთხვევები ბრიტანეთსა და გერმანიაში დაფიქსირდა, რის შედეგადაც, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაში 13-მდე, ხოლო ბრიტანეთში 3-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში კი ამჟამად არსებული ინფორმაციით, ევროპის კონტინენტზე სულ კორონავირუსის 29 შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 563-ს მიაღწია. ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიის ცნობით, დღემდე ქვეყანაში ვირუსით 28,018 ადამიანია დაინფიცირებული. გარდა ამისა, ჩინეთს ფარგლებს გარეთ, ვირუსი 27ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ქალაქ უხანში დაბადებულ ახალშობილს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა

კანადელმა ბიზნესმენმა დაწვა 1 მილიონი დოლარი, რომ განქორწინების შემდეგ ცოლისთვის წილი არ მიეცა

ფოტოები სტამბოლის აეროპორტიდან, სადაც თვითმფრინავი ხევში გადავარდა და სამ ნაწილად გაიყო