ავტორი:

"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა

"თავისი ნამცეცა გული აირჩია და წავიდა... მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას დედის ემოციური მიმართვა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, 6 თებერვალს დაკრძალეს. გოგონა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მისი ურთულესი დაავადების დამარცხება ვერ მოხერხდა...

2 წლის ანიტა ინდოეთის კლინიკიდან, სადაც ის ბოლო ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა, საქართველოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს. ბავშვს უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოპათია რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა.

ფაცაციების ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გარდაიცვალა.

"ფეისბუქ" ჯგუფმა - ანიტასთვის, რომელიც გოგონას ნათლიებმა ოპერაციისთვის საქველმოქმედო თანხების შესაგროვებლად შექმნეს, 75 000 ადამიანი გაერთიანა, რომლებიც ყოველდღიურად ელოდნენ სიახლეებს დიდთვალება გოგონას ჯანმრთელობის შესახებ. ჯგუფის წევრებს დღეს, უმძიმესი დღეების შემდეგ პირველად მიმართა 2 წლის ანიტას დედამ მარიკო სადრაძემ და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

"გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა.

ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ.

ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს... სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით... მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ..." - წერს ანიტა ფაცაციას დედა.

"ზემიკო და მამაჩემი საკუთარ ქუჩაზე ერთად დახვრიტეს" - რას წერს ცნობილი ექიმი სოხუმელ კაცზე, რომლის ნეშტიც აფხაზეთიდან წლების შემდეგ გადმოასვენეს

ვერა ქობალია "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - ექსმინისტრის ფოტო კანადიდან

"ქეთევანი ნაზას კაპ კანავერალიდან სპასექსის მისიის გაშვებამდე" - სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქში" ქალიშვილის შესახებ წერს