ავტორი:

რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?

რატომ არ დაესწრო ანჯელინა ჯოლი  2020 წლის ოსკარის ცერემონიას?

ლოს ანჯელესში ოსკარით დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონია გაიმართა. 2020 წლის ოსკარი წარმატებული აღმოჩნდა ბრედ პიტისთვის, რომელმაც "ერთხელ ჰოლივუდში“ შესრულებული როლისთვის, წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. ბრედისთვის ეს პირველი ოსკარია.

საზოგადოებას, ჟურნალისტებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოსკარს ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, ანჯელინა ჯოლიც დაესწრებოდა და ჯენიფერ ენისტონთან საჯარო გამოჩენის შემდეგ, ბრედს კიდევ ერთ ყოფილთან, ანჯელინასთან ერთად იხილავდნენ. (ნახეთ:ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ )

მოლოდინს ისიც ამძაფრებდა, რომ ანჯელინას წლის მთავარი პროექტი, "მალეფისენტი" ოსკარის ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და ენჯი არც წითელ ხალიჩაზე და არც დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე არ გამოჩენილა.

როგორც გამოცემა Elle წერს, ანჯელინა ოსკარს 2014 წლის შემდეგ არ დასწრებია. მაშინ მსახიობი ცერემონიაზე ბრედ პიტთან ერთად მივიდა.

ასევე, 2014 წლის შემდეგ, ანჯელინა არ მისულა ოსკარის შემდგომ გამართულ არც ერთ წვეულებაზე, თუმცა ესწრებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაგრამ ახლა, როცა ბრედ პიტი წინა პლანზეა წამოწეული და არაერთი დაჯილდოების ტრიუმფატორია, ენჯი "სცენის მიღმა“ ყოფნას ამჯობინებს.

ბრედ პიტი ბოლო დროს ძალიან აქტიურია. ის არ ტოვებს მნიშვნელოვან ვარსკვლავურ შეკრებებს. წელს მხოლოდ BAFTA გამოტოვა, მაგრამ შემდეგ განმარტა, რომ ოჯახური საქმეების გამო დრო ვერ გამონახა.

როგორც ყვითელ პრესაში წერენ, ანჯელინასთვის ბრედთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა. ახლა კი, როცა სირთულე შედარებით დაძლია, ცდილობს ყოფილ ქმართან შეხვედრებს და მით უფრო საჯარო სივრცეში, თავი აარიდოს.

ELLE ფრანგული გამოცემა Madame Figaro-ში 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანჯელინა ჯოლის ინტერვიუდან შემდეგ მონაკვეთსაც აქვეყნებს:

"ახლა გარდამავალი პერიოდი მაქვს, თითქოს სახლში ვბრუნდები, თითქოს საკუთარ თავს ვუბრუნდები, იმიტომ რომ ცოტა დაკარგული ვიყავი. ვფიქრობ, ეს ჩემი და ბრედის ურთიერთობის დასრულების დროს მოხდა, შემდეგ ჩვენ დავშორდით. ეს ძალიან რთული იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და მე გავხდი, როგორ ვთქვა... უფრო პატარა, უმნიშვნელო, თუმცა ამას არავის ვაჩვენებდი.

მე ძალიან, ძალიან სევდიანი ვიყავი და მე მტკიოდა. მეორე მხრივ, საინტერსო იყო ამ ყველაფრის შეგრძნება. ცხოვრების სირთულეებთან გამკლავების დროს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ასეთი რაღაცები თითქოს მიწაზე გიშვებს და შეგახსენებს, რომ ცოცხალი ხარ. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩემს შვილებთან ერთად გავიარე. მე თავიდან აღმოვაჩინე სიხარული“, - ციტირებს ELLE ანჯელინას სიტყვებს.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა დაშორების შესახებ საზოგადოებას 2016 წელს აცნობეს. დაშორების მიზეზად ბრედ პიტისა და მედოქსის რთული ურთიერთობა სახელდებოდა. როგორც სხვადასხვა გავლენიანი გამოცემები წერდნენ, ბრედი ნაშვილებ ბავშვებს, განსაკუთრებით კი მედოქსს, ხშირად ეჩხუბებოდა, რის გამოც, ანჯელინამ დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. ანჯელინასა და ბრედს ექვსი შვილი ჰყავთ, რომელთაგანაც სამი ნაშვილებია, ხოლო სამი მათი ბიოლოგიური შვილი.

ბრედ პიტის 27 წლის შეყვარებული 68 წლის ბიზნესმენზეა დაქორწინებული - ჰოლივუდის ვარსკვლავის ცხოვრებაში ახალი სკანდალები და დრამა დაიწყო

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული