ავტორი:

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

"ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება ესენი ესე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ" - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა "კვირის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველის განცხადებით, „საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”.

"არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც მთელი ეს სპექტაკლი და კივილ-წივილი და ვითომ ქარიზმატული გამოსვლები იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა მისი თაღლითობა.

საზოგადოებას მინდა გავახსენო, ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული უმანკო სამი ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ, უგულავა იქ იდგა და მონაწილეობდა ამ მკვლელობაში

ეს ის უგულავაა, რომელმაც მთელი ქალაქი დაამახინჯა ამ უაზრო კორპუსებით, სკვერი აღარ არის დარჩენილი ქალაქში. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი ხალხო? ეს ის ხალხია, რომელიც ციხეში წამებით ხოცავდა ხალხს. ადამიანებს წამებით და ცემით კლავდნენ და მათ თვალწინ ცოლებს აუპატიურებდნენ. ჩვენ შევეწირებით და ბოლომდე ვიდგებით, რომ ესენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

მეცინება ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს რომ ეძახიან, მართლაც რომ რეჟიმი არ არის და ზედმეტად ლოიალურები არიან, იმიტომაა დღეს ამ დღეში რომ ვართ და ხელისუფლებასაც მინდა მოვუწოდო, მიიღონ ზომები, არ შეიძლება ამ რეჟიმში ცხოვრება, რომ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის” ქაოსში ვიცხოვროთ.

ვიღაც ქრთამად 1000 ლარს რომ იღებს და 10 წელს უსჯიან, უგულავა ვინ არის და რას წარმოადგენს, რომ 48 მილიონი შეჭამოს და თითი არ დააკარონ? არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და ყველამ უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე პასუხი”, - განაცადა ია მეტრეველმა.

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"