ავტორი:

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

რამდენიმე დღეა ცხინვალის მაღაზიებში პროდუქტის დეფიციტია. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსეთიდან ცხინვალში პროდუქტების შეტანის პრობლემა რუს მებაჟეებს უკავშირდება, რომლებიც ე.წ. ქვემო ზარამაგის საბაჟო პუნქტიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალ ტვირთებზე, ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას ითხოვენ. ცხინვალელი "ბიზნესმენების" თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "ცხინვალის რესპუბლიკის ბაზრისა და, შესაბამისად, მომხმარებლის სიმცირის გამო, იქ ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქცია შეაქვთ, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტი, რომელზეც წარმომავლობის სერტიფიკატისა და ექსპორტის დოკუმენტაციის შევსება არარეალურია. მით უფრო, რომ ზოგჯერ თითოეულ ერთეულზე 300 რუბლის გადახდა უწევთ. საბაჟო დეკლარაციის თანახმად კი, მათი ხარჯი 8 ათას რუბლამდე ადის".

მათივე თქმით, ეს პრობლემა რუსეთთან საბაჟო საკითხების ინტეგრაციის ფარგლებში უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, ცხინვალის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთთან ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ახალგორსა და ცხინვალში ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღეს. ფაქტის განხილვისას ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ ოსურ კლანებს შორის დაპირისპირებაა, ნაწილს ქართული მხრიდან შემოტანილი პრუდუქციით სურდა ბიზნესის წარმოება, სხვას კი - რუსეთიდან.

მოსახლეობის ნაწილისთვის, ხელმისაწვდომი ფასების გამო, ქართული წარმოების პროდუქცია უფრო მისაღებია. თუმცა, მათი პროტესტი მხოლოდ ადგილობრივ მედიაში დარჩა. თუ ადრე ამ დეფიციტზე ხმამაღლა არავინ საუბრიბდა, ბოლო დღეებში ოსურ მედიაში არაერთი სიუჟეტი და ბეჭდური სტატია მომზადდა.

"ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ლუგანსკში იმყოფება, მეგობარმა რუსეთმა თავისი ძალა გვიჩვენა. უკვე მერამდენედ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქტის შემოტანა აბსურდული მიზეზით შეაფერხა. მაღაზიების დახლებიდან გარკვეული დასახელების პროდუქტები გაქრა. მუდმივი არასტაბილურობა საშინელი განცდაა. რამდენიმე სუპერმარკეტში კი, რომლის მფლობელებმაც შეზღუდვების დაწესებამდე მარაგის შევსება მოასწრეს, ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ფასმა მოიმატა შემცვლელ პროდუქტებზეც.

ბიზნესმენებს სურსათისა და სხვა პროდუქციის ქართული მხრიდან შემოტანის უფლებას არ აძლევენ, რუსეთმა თავად ჩაგვიკეტა გზა. ერთი სიტყვით, პრობლემები კი არ მცირდება - ყოველდღიურად მატულობს", - წერენ ოსები ინტერნეტსივრცეში.

მათივე თქმით, შეზღუდვა შეეხოთ იმ მეწარმეებს, ვისაც საკვები პროდუქტები რუსეთიდან შემოაქვთ, ან შესაძლოა, პრობლემა სხვა მიმართულებითაც იყოს და ჯერჯერობით არ იგრძნობა.

nykhas.ru-ს ცნობით, ე.წ. განათლების სამინისტრო იუწყება, რომ მათ რეზერვში არსებული სურსათი საბავშვო ბაღებს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ეყოფათ. გამოცემის ცნობით, "რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გზის ჩაკეტვამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კვების პრობლემა შექმნა. სკოლამდელი აღზრდის მიმართულების უფროსის, ნინა ჯიოევას თქმით, სასწავლო დაწესებულებების საკვებ ობიექტებში რძის პროდუქტებისა და კვერცხის დეფიციტი შეექმნათ. თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით კატასტროფული არ არის და მისი მოგვარება შეიძლება", - აცხადებს ჯიოევა.

ე.წ. ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, საკვები პროდუქტების დეფიციტი ჯერჯერობით "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" არ იგრძნობა.

"რეზერვი გვაქვს, თუმცა, ხარჯების გაზრდას ვგეგმავთ, რათა პაციენტების კვება გაუმჯობესდეს", - ნათქვამია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება თავად წარმოქმნის ასეთ ხელოვნურ ბარიერებს, როგორც რუსეთის, ასევე ქართული მხარის მიმართულებით, ვითომ რაღაც ცვლილებების მოლოდინში კი, უბრალო მოსახლეობა კრიზისულ ვითარებაში ცხოვრობს.

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?