ავტორი:

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტის საქმე რამდენიმე დღეა ცხარე კამათის საგანია. ადგილობრივმა მედიამ მომხდარი არ გააშუქა, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებს, სადაც პეტერბურგელ ახალგაზრდაზე ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან.

აფხაზური მედიისგან განსხვავებით, რუსული მედია აქტიურად განიხილავს მომხდარს.

"როგორ დასრულდა იაფი და უვიზო მოგზაურობა დამოუკიდებელ აფხაზეთში?" - ამ სათაურით ეხმაურება zona.media პეტერბურგელი არტემ რუსკიხის წამების საქმეს.

"ის ფხაზეთში დასასვენებლად ჩავიდა... ადგილობრივმა მილიციამ რუსი ტურისტი ნარკორეალიზატორად ჩათვალა და გამოსატეხად კინაღამ სიკვდილამდე მიიყვანეს" - წერს გამოცემა.

მათი ცნობით, აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშომლებმა ის ხეზე ჩამოკიდეს, თავს მდინარეში აყოფინებდნენ და ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი საზღვართან დააგდეს და ურჩიეს - აღარასდროს დაბრუნებულიყო აფხაზეთში.

28 წლის რუსი ახალგაზრდა პეტერბურგის ერთ-ერთ ცენტრში, სისტემურ ინჟინრად მუშაობდა. ჰყავს 30 წლის მხატვარი მეუღლე დარია მოროზოვა. რუსული მედიის ცნობით, მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა.

"2019-2020 წლებში მოინახულეს შრი-ლანკა, ესტონეთი, გერმანია და იტალია. 2021 წელს საქართველოში მოგზაურობას გეგმავდნენ, თუმცა ლოკდაუნმა გეგმები შეუცვალა, ბილეთები კი ისევ ძვირი ღირდა. ამიტომ ცოლ-ქმარმა ალტერნატივად აფხაზეთი აირჩია. მათ კიდევ ერთი მეგობარი, პოლინა შეუერთდა. ჯერ გაგრაში გეგმავდნენ ორი დღის გატარებას, ოთხი დღით ახალ ათონში მიდიოდნენ და ორი დღე სოხუმში დარჩენა ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა, არტემი ბოთლით ხელში ქუჩაში დააკავეს და აქედან დაიწყო ყველაფერი... " - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, რუსი ტურისტის საქმეზე აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კარგი იქნება თუ არტემ რუსკიხის ამბავს რუსეთის ყველა ის მოქალაქე წაიკითხავს, ვისაც აფხაზეთში მოგზაურობა სურს და აფხაზური სტუმართმოყვარეობის სჯერა.

"სასაფლაოსთან დამაკავეს. ვეკითხებოდი, სად მივყავდით და რატომ, ხმა ჩაიწყვიტეო, მითხრა ერთ-ერთმა და ისე მაგრად ჩამარტყა ზურგში, რომ წავიბორძიკე. ჯერ ვიფიქრე, გამიტაცეს და გამოსასყიდს მოითხოვენ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, მილიციის განყოფილებაში მივყავდი... ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ ვინ მაცალა სადმე დარეკვა, ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე და ჩვენი საერთო მეგობარი ძებნას დამიწყებდნენ და მინდოდა გამეფრთხილებინა, მაგრამ ხელიდან გამომგლიჯეს.

გამჩხრიკეს და მაშინვე გისოსებში შემაგდეს. ვთხოვე, ჩემი ცოლი გაეფრთხილებინათ და კიდევ კარგი ასეც მოიქცნენ - სპეცოპერაციის ფარგლებში, ჩვენთან იმყოფებაო, უთხრეს... გვიან ღამით გამიშვეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მოცვივდნენ და განყოფილებაში წამათრიეს - აღიარე, რომ ნარკორეალიზატორი ხარ და აფხაზეთში ნარკოტიკის გასაყიდად ჩამოხვედიო... რაზე მელაპარაკებით, არაფერი ვიცი-მეთქი, ვუპასუხე და მაშინვე დამარტყეს.

ახლავე ყველაფერი მშვიდად მოყევი, თორემ გპირდები, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო, მითხრა ერთ-ერთმა და ისე დამარტყა, მეგონა, თირკმელები იქვე დავტოვე... რამდენიმე საათს მაწამებდნენ. მემუქრებოდნენ, ახლა ტყეში წაგიყვანთ და ისეთს გაგიკეთებთ, სიკვდილს ნატრობდეო. ტყეში წამიყვანეს. იარაღს ცხვირწინ მიტრიალებდა ერთ-ერთი... ერთ-ერთმა რეზინის მილი კისერზე შემომახვია, ხეზე უნდა ჩამოგკიდოთო... სხვები მაჯებში მირტყამდნენ... რაც დრო გადიოდა, კი არ ჩერდებოდნენ, უფრო და უფრო შედიოდნენ აზარტში - მდინარეში თავს მაყოფინებდნენ, დროდადრო გონებას ვკარგავდი და არაადამიანურად ვღრიალებდი. იარაღის ლულას პირში მიდებდნენ და ჩამყვიროდნენ, აღიარე, რომ ნარკოტიკი ჩამოიტანე სარეალიზაციოდო, ოღონდ არ მოვეკალი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი - კი, ვაღიარებ-მეთქი, ვუთხარი... გვითხარი სად არისო, ადგილი მივუთითე, მაგრამ მტკიცებულება ვერ მიპოვეს. დაკითხეს ჩემი ცოლიც... შემდეგ მილიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჩემზე მხოლოდ მსუბუქი ზეწოლა განახორციელეს, რაც გარდაუვალი იყო. ამის შემდეგ, საზღვართან დამტოვეს და გამაფრთხილეს, არასდროს დაბრუნებულიყავი აფხაზეთში..." - წერს რუსი არტემ რუსკიხი.

მისივე ცნობით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას მრავლობითი მოტეხილობები და თირკმელების დაზიანება აღენიშნება.

აფხაზები მომხდარს ეხმაურებიან და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ აფხაზურ ე.წ. მილიციაში წამების ფაქტები პირველი არაა, უბრალოდ, რუსეთის მოქალაქემ პრობლემა სააშკარაოზე გამოიტანა და ხმაურიც მოჰყვა.

"ჩვენს მილიციას არ ვენდობი, ამაზე არც ვდაობთ, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, ქუჩაში დააკავეს რუსი ტურისტი და ასე არაადამიანურად გაუსწორდნენ. ვინმემ არ იცის, რომ ნარტოკიტი სწორედ მათ და სომხებს შემოაქვთ ქვეყანაში და აქ მხოლოდ დასასვენებლად არ ჩამოდიან?.. ეტყობა, ცოლს რომ დაურეკეს, მან იზრუნა მტკიცებულებების მოშორებაზე. ადგილობრივი კიდევ ჰო და რუსს, სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ..." - წერს ადგილობრივი ანა გიცბა.

"რა კარგად დავიწყეთ სეზონი... ამიტომ არის ატეხილი გლოვა და ფორიაქი?.. თითქოს მზე და მთვარე მათზე ამოგვდიოდეს. კი გამიკვირდა, რატომ გაგიჟდნენ ასე, დღე და ღამე ასობით ადამიანია შემთხვევის ადგილას თავმოყრილი. ეტყობა, ამის დაბალანსებას ვცდილობთ. გული მტკივა საკუთარ საცოდაობაზე. თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, რას ვებოდიშებით?" - მიაჩნია ალექს გუმბას.

"სრულიად უმიზეზოდ, სიკვდილამდე სცემეს ჩემი სკოლელი ბიჭი და ისეთი დანაშაული შეტენეს, წარმოდგენა არ ჰქონდა. პირველად არ აკეთებენ ამას ჩვენი მილიციელები. როდესაც დანაშაულს ვერ ხსნიან, ასე იქცევიან. შესაძლოა, ეს სხვების გასაფრთხილებლადაც გააკეთეს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ ნარკოტიკი აფხაზეთში უპატრონოს არავის შემოაქვს, აქ მათ გავლენიანი პირები ხვდებიან და ისინი კრიშავენ" - წერს დეა შაკაია.

"საცურაო კოსტუმით სიარულის გამო ვიღაც ბებო ან "ტემპერამენტიანი ჯიგარი" შენიშვნას გაძლევს" - რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში და როგორ პასუხობენ მათ აფხაზები

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი