ავტორი:

ტრამპი ოსკარის გამარჯვებულ "პარაზიტზე" - "ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო?"

ტრამპი ოსკარის გამარჯვებულ "პარაზიტზე" - "ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო?"

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კინოაკადემიის მიერ სამხრეთ კორეული ფილმისთვის "პარაზიტი“ ოსკარის გადაცემა გააკრიტიკა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კოლორადოს შტატში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"რა ცუდი იყო კინოაკადემიის დაჯილდოვება წელს, ნახეთ? და გამარჯვებულია... ფილმი სამხრეთ კორეიდან“,- განასახიერა ტრამპმა წამყვანი.

მისივე თქმით, აშშ-ს სამხრეთ კორეასთან საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

"ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო? ჩვენ ისედაც საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან და ამ ყველაფრის ფონზე მათ საუკეთესო ფილმის ჯილდო მიანიჭეს?“ - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, "პარაზიტი“ პირველი უცხოური ფილმია, რომელმაც კონოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია