ავტორი:

"90-იანი წლების რუსეთში­ ქართველ მაფიოზს ვასახიერებ..." - რას ჰყვება ზურა ყიფშიძე ახალ ფილმებსა და ოჯახზე

"90-იანი წლების რუსეთში­ ქართველ მაფიოზს ვასახიერებ..." - რას ჰყვება ზურა ყიფშიძე ახალ ფილმებსა და ოჯახზე

"გიჟურად, ნერვიულად, დაძაბულად ჩაიარა გასულმა წელმა, ბევრი ახლობელი გავაცილე, ერეკლე ბადურაშვილი წავიდა, ბოლოს ზაზა ურუშაძე, კინოკავშირის თავმჯდომარე.

ქართველები რომ არ დავეტაკოთ ერთმანეთს, შარი არ მოვდოთ და გული არ ვატკინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია. ეტყობა, ამაზე ინერვიულა და... ახლა გვარებს არ დავასახელებ, ჰოდა, აღარაა ზაზა, ტკბილი ადამიანი, დიდი ბავშვი..." - ამბობს ზურა ყიფშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში და გასული წლის შეჯამებას თან ერთად, ოჯახზე საუბრობს.

- ნაყოფიერი შემოქმედებითი წელი გქონდათ?

- ორ რუსულ სერიალზე ვამთავრებ მუშაობას. ერთს "რუსსკი რაბ" ჰქვია. ბორის გოდუნოვის ხანაა, მე ასირიელ მღვდელს ვთამაშობ. ჩემთან ერთად თამაშობენ კორკოტა, გიორგი გურგულია, მალხაზ აბულაძე, ირაკლი აფაქიძე...

მეორე სერიალს მაზალო სახელი ჰქვია - "მირ, დრუჟბა, ჟვაჩკა". 90-იანი წლების რუსეთში ქართველ მაფიოზს ვასახიერებ. პარალელურად, "მოსფილმში" ნიუნბერგის პროცესზე იწყებენ ფილმის გადაღებას, იოსებ ორბელის როლზე დამამტკიცეს. ის ქუთაისელი, თბილისსა და პეტერბურგში მოღვაწე სომეხი იყო, რომელიც 1932-დან 1951 წლამდე ერმიტაჟის დირექტორი გახლდათ და ორჯერ გადაარჩინა დარბევას...

- შეუძლოდ ყოფნისას თქვენს ძაღლებზე ვინ ზრუნავს?

- ჩემი შვილიშვილი ნიკუშა. თავის თავსაც უვლის, კალათბურთზეც დადის... ორივენი კალათბურთის გულშემატკივრები ვართ.

ამას წინათ, ცუდი სიზმარი ვნახეო და, ბებიამისს რაღაც საშინელებას მოუყვა. საწყენ ამბავს გაიგებო, ასეთი ახსნა მოუძებნა ამ სიზმარს ჩემმა მეუღლემ და რამდენიმე წუთში მართლაც კობი ბრაიანტის ამბავი გავიგეთ ტელევიზიით. ძალიან მეწყინა. ი

ძალიან დამწყვიტა გული, ქართველი ბორჯღალოსანი რომ დაიღუპა საფრანგეთში ავარიაში. ნიკუშა მაგარი ბიჭი მყავს. რაღაცაში ხომ უნდა გამიმართლოს, აი, ნიკუშამ გამიმართლა.

- თქვენგან ქება პირველად გავიგე და გამიკვირდა, გიორგიზე სულ ბრაზობდით...

- რატომ, კაცო, რაღაცაში ვერ ვემთხვევით, ჩემი და ჩემი მშობლების შეხედულებებიც არ ემთხვეოდა. როცა ხედავ, 18 წლის ბიჭი ამდენს აკეთებს, პასუხისმგებლიანია, სტუდენტი გახდა, სასიამოვნოა.

- პატარა ბიჭი, გიორგის ალექსანდრეს ვგულისხმობ, როგორ იქცევა, კიდევ გაოცებთ?

- საოცარი ტიპია, ჭკვიანი, მოსიყვარულე, გაიზარდა, გაიწელა, იშვიათად ვხედავ...წაიკითხეთ სრულად

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა