ავტორი:

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

ქართველი გოგონა, 10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. პატარა მსახიობი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს. ფილმში ნიტას გმირს საუბარი არ შეუძლია.გარდა იმისა, რომ მსახიობობის შესანიშნავი მონაცემები აქვს, გოგონა აქტიურად მისდევს სპორტს და კიკბოქსინგში ვარჯიშობს.

ნიტას მამა, გიგა ჭიკაძე წარმატებული სპორტსმენია. mshoblebi.ge ნიტას დედას, თამუნა გაზაშვილს ესაუბრა.მან ამერიკულ ცხოვრებზე, საგანმანათლებლო სისტემაზე და ნიტას წარმატებაზე დეტალურად გვიამბო.

- დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ? როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?

- 5 წელია ამერიკაში ვცხოვრობთ. ჰოლანდიაში ვცხოვრობდით რამდენიმე წელი. ამერიკაში გადმოსვლა ჩემი მეუღლის, გიგას კარიერის გამო გადავწყვიტეთ. გიგამ შემოთავზება მიიღო რამდენიმე ამერიკული სპორტული გუნდიდან და საბოლოო არჩევანი კალიფორნიაზე შევაჩერეთ.

- მოგვიყევით ნიტას შესახებ, რამდენი წლისაა და როდის დაინტერესდა მსახიობობით?

- ნიტა 10 წლის არის. რაც მახსოვს, სულ მსახიობობა უნდა. ოჯახში არავინ გვყავს მსახიობი და არც არავის მოუხდენია განსაკუთრებული ზეგავლენა. 5 წლის წინ კომპიუტერში შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც ნიტა სხვადასხვა ფილმიდან თავის საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა. მივხვდით, რომ ამ ყველაფრით ძალიან ერთობოდა და კარგადაც გამოსდიოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო და დავიწყეთ კასტინგებზე სიარული. ჩემთვის მთავარია გაერთოს და სიამოვნება მიიღოს ფილმიდან, მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა სამსახიობო კარიერას.

- მოგვიყევით ნიტას წარმატებაზე დეტალურად, როგორ მოხვდა ფილმში, რომელ ფილმში ითამაშა, როგორ შეარჩიეს, როგორც ვიცი, ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს...

- ფილმში კასტინგის გავლით მოხვდა. Voiceless მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ საუბრობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე.....განაგრძეთ კითხვა

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა - "კოსმო ყიფშიძე... ბედნიერების ბიჭია"

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია