ავტორი:

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

29 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, სნოუბორდის ევროპის თასი გაიამართება პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში.

პარალელური სლალომი და პარალელური გიგანტური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. ორივე სახეობაში, ქალებსა და კაცებში, ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება. საკვალიფიკაციო რაუნდების შედეგად, საუკეთეოსო მაჩვენებელის მქონე სპორტსმენები, პირველობისთვის ასპარეზობას ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით ხდება, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით. წლევანდელი შეჯიბრის ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი, ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი ავსტრიელი სპეციალისტი, როლანდ ჰორნი.

ევროპის თასის ეტაპში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 12-მდე ქვეყნის 30 სპორტსმენი.

როგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, აღებული აქვს ვალდებულება სხვადასხვა სამთო კურორტებზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპისა და მსოფლიოს თასის ეტაბები გამართოს, შესაბამისად მათი მაღალ დონეზე ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა.

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა