ავტორი:

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსის მატარებელი 31 წლის ქალის შვილს, იაშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებმა კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს.

როგორც AMBEBI.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტესტის პასუხის შემდეგ გადაწყდება არასრულწლოვანს ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ თუ იაშვილის კლინიკაში დატოვებენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

"ამ ქალს, როგორც ვიცი, განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იმ პირებთან რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა.

მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"