ავტორი:

მეგან მარკლის დაბრუნება - შეყვარებული წყვილის რომანტიკული ფოტოები წვიმიანი ლონდონიდან

მეგან მარკლის დაბრუნება - შეყვარებული წყვილის რომანტიკული ფოტოები წვიმიანი ლონდონიდან

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ, ლონდონში ერთად პირველად დაბრუნდნენ.

ჰარი და მეგანი Endeavor Fund Awards 2020-ს დაესწრნენ. სასექსის ყოფილ ჰერცოგინიას ვიქტორია ბეკჰემის მოდის სახლის ცისფერი კაბა ეცვა, სჰონდა Stella McCartney "ქლათჩი". მეგანმა არჩევანი მარტივ და უბრალო ვარცხნილობაზე შეაჩერა და როგორც სხვადასხვა მოდური გამოცემები წერდნენ, ის უბრალოდ ანათებდა.

პრინცის სამოსი თანხვედრაში იყო მეგანის კაბის ფერთან. ჰარიმ მუქი ლურჯი ფერის შარვალსა და პიჯაკზე შეაჩერა არჩევანი. წყვილი ერთად ძალიან ბედნიერი ჩანდა.

მეგანს ვიქტორია ბეკჰემის მოდის სახლის კაბა ეცვა. კაბის ფასი 1285 დოლარია.

ჰარიმ და მეგან მარკლმა 2020 წლის იანვარში განაცხადეს, რომ მათ სამეფო ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და თავისუფლება სურდათ. მალევე წყვილი, თავიანთ პატარა შვილ არჩისთან ერთად, საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი