ავტორი:

საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე გაიზრდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე გაიზრდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

9-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

ანიტა ფაცაციას ოჯახმა "ანიტას ფონდი" დააფუძნა - "გვინდა, მისი სახელით დაწყებული სიკეთე და სიყვარული არასდროს  დავამთავროთ..."

კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

კვირის ბოლოს გადაწყდება, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები - ამირან გამყრელიძე