ავტორი:

"დანებებას არ ვაპირებთ" - ქუთაისში დაკარგული 23 წლის ტურისტის მეგობრები დახმარებას ითხოვენ

"დანებებას არ ვაპირებთ" - ქუთაისში დაკარგული 23 წლის ტურისტის მეგობრები დახმარებას ითხოვენ

7 მარტს ქუთაისში გაუჩინარებული ნიდერლანდელი ტურისტის, 23 წლის სიიმ ვიგერის უცხოელი მეგობრები ფეისბუქ-ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia პოსტს აქვეყნებენ და მეგობრის პოვნაში დახმარებას საქართველოს მოსახლეობას თხოვენ. ბრამ კოლეტი სოციალურ ქსელში დაკარგული მეგობრის ფოტოებსაც აქვეყნებს.

"იძებნება! გთხოვთ წაიკითხოდ ყურადღებით...

შაბათ საღამოს, 7 მარტს ჩვენი ძმა Siem Wigger (23 წლის) დაიკარგა ქალაქ ქუთაისში... იგი ბოლოს შენიშნეს მდინარე რიონის აღმოსავლეთით, დაახლოებით 02:00 (ღამის საათებში) სემის სიმაღლეა 185 სმ, აქვს მხრებამდე სიგრის ტალღოვანი ყავისფერი თმა, ბოლოს მას ეცვა ნაცრისფერი გრძელმკლავიანი მაისური და ლურჯი ჯინსი.

ჩვენ მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იპოვონ სემი. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ ქუთაისის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გარე საქმიანობას ეწევა (მეტყევე, რეინჯერი), რომ დაათვალიერონ ყველგან...

სემი არის ათლეტური, კარგი მოცურავე და უყვარს ბუნება... ვიმედოვნებთ, რომ ცოცხალია... თუ ნახეთ რაიმე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის გაუჩინარებასთან, გთხოვთ, შეგვატყობინოთ... მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი რჩევისთვის ან იმედისთვის, რაც დაგვეხმარება სემის პოვნაში, რადგან არ ვაპირებთ დანებებას.." - წერს ბრამ კოლეტი.

ნიდერლანდების მოქალაქეს, ქუთაისში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. 23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იკარგება.

ამოღებულია ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, მდინარე რიონის ნაპირთანაც იმყოფებოდა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები მდინარეშიც დაიწყო. შექმნილია საგანგები შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ქუთაისში ჩავიდნენ დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში უახლოეს მომავალში შესაძლოა ნიდერლანდების პოლიციაც ჩაერთოს.

თუ ვინმემ სადმე შეამჩნიეთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ დაკარგულის ძმას ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600.

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს

"სოციალურად დაუცველი" და "უპოვარი" მოქალაქეები..." - რას წერს კალაძის პიარის თანამშრომელი აფრიკის დასახლებაში, მშენებლობების მეპატრონეების ქონებაზე

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა