ავტორი:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მინისტრის მოადგილესთან იყო ინტერვიუზე, კარანტინშია

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მინისტრის მოადგილესთან იყო ინტერვიუზე, კარანტინშია

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელიც შემხებლობაში იყო კორონავირუსით ინფიცირებულ სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, ამ ეტაპზე კარანტინშია. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე წერს.

VIDEO: ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

"ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, იმის გამო რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.

ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე - რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)

გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში (ვაჩიბერიძე).

ახლა კითხვებზე პასუხის:

რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან? - მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედპერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი!!!

თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები, საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისვე უკეთესი იქნება" - წერს ნოდარ მელაძე.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მელაძის ინფორმაციით კარანტინში გადაყვანილ ირაკლი ვაჩიბერაძეს რამდენიმე საათის წინ, 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში - "მთავარი", პირდაპირი ჩართვა ჰქონდა იმერეთის რეგიონიდან, სადაც იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი ადამიანების შესახებ, ასევე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას არკვევდა.

საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ - "პალიტრანიუსის" ექსკლუზივი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

„კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემა ამერიკის სავაჭრო პალატასთან ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს