ავტორი:

მისალმება ფეხებით, მუშტებით და იდაყვებით - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ჩვევები

მისალმება ფეხებით, მუშტებით და იდაყვებით - როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ჩვევები

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ადამიანების დიდი ნაწილის ცხოვრების წესი და ჩვევები შეიცვალა. ახალა უფრო მეტად იცავენ ჰიგიენის წესებს, უფრო ხშირად იბანენ ხელებს, ზოგიერთი დისტანციურად მუშაობს, ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს,

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ არ გადავკოცნოთ ერთმანეთი, ასევე არ ჩამოვართვათ ხელი და გარკვეული პერიოდით მაინც დავივიწყოთ ეს ჩვევა კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

ადამიანებმა მისალმებისთვის, რა თქმა უნდა, იპოვეს ალტერნატიული გზა და სხვა ფორმით ესალმებიან ერთმანეთს - იდაყვებით, მუშტებით და ფეხებითაც კი.

ვნახოთ ფოტოები - როგორ შეცვალა მისალმების წესი კორონავირუსმა:

ანგელა მერკელმა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური შეხვედრისას ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, თუმცა შს მინისტრმა რეკომენდაციების დაცვა გადაწყვიტა და მერკელს ხელი არ ჩამოართვა
ამ პერიოდში ხშირად ნახავთ ადამიანებს რომლებიც ასე, მუშტებით ესალმებიან ერთმანეთს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დეპუტატი მამუკა მდინარაძე პარლამენტში ერთმანეთს ასე მიესალმნენ.
ინგლისის პრემიერ-ლიგაში ფეხბურთელებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა ოფიციალურად აეკრძალათ
გამოსავალი ყოველთვის არსებობს - ხელის ჩამორთმევა არ არის რეკომენდებული, თუმცა შეგიძლიათ მეგობრებს იდაყვებით მიესალმოთ.
მისალმება იდაყვებით

ფეხებით მისალმების მაგალითი

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"