ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანიც, ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, მეოთხე სეზონს იწყებს.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყება და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მათ, ვინც საკუთარი რომანის წიგნად გამოცემასა და სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, რომ ეს ოცნება აისრულოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მე-4 წელია ატარებს. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე იცნობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტორები აგრძელებენ წერას.

ახლახან გამოიცა იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნი „გარდასულები“; ასევე, ელის დოჯსონის რიგით მესამე რომანი „ამ მთისა და იმ ბარისა“; მალე გამოიცემა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე წიგნიც.

შეგახსენებთ, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი2017-ის“ გამარჯვებულები არიან: თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, შორენა ხუხუა, ელის დოჯსონი.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები კი თინათინ ბერიძე, თამარ გოდერიძე, ნანი მანველიშვილი, არჩილ ფირიაშვილი და ნიკოლას მაჩაბელი გახდნენ.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;

კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

საკონტაქტო ინფორმაცია;

საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);

ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11.

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 1-ლი აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: konkursi@palitra.ge;

ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

ლალი მოროშკინას წიგნის პრეზენტაცია - „სამი დღე ვაქცინამდე“

უფასო მიტანის სერვისი – „ბიბლუსი“ საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს წიგნებს უფასოდ მიუტანს