ავტორი:

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა

მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვერ შევაფასეთ ის საშიშროება, რასაც კორონავირუსი გამოიწვევდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ყველა ჩვენგანმა, ვინც ექსპერტი არ არის, თავდაპირველად ვერ შეაფასა კორონავირუსი. თუმცა, ახლა აშკარაა, რომ მასთან ბრძოლა კიდევ დიდხანს მოგვიწევს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზომები, რომელიც ორი-სამი კვირის წინ სასტიკი გვეჩვენებოდა, აუცილებლად უნდა მივიღოთ ახლა. მე პირადად შესაძლოა, არ გამოვიყენო ეს ტერმინი, მაგრამ მესმის საფრანგეთის პრეზიდენტის მოტივაცია, როცა ის სახიფათო მტერზე საუბრობდა“, - განაცხადა ვონ დერ ლეიენმა.

მესამე დღეა ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების ფაქტი არ დაფიქსირებულა

"პანიკის ასაცილებლად პაციენტებს პნევმონიის დიაგნოზს უსვამენ" - რუსების პროტესტი კორონავირუსზე დამალულ სტატისტიკაზე და მიმართვა პუტინს

"არ მოწიოთ, ისეირნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, დაკავდით იოგით..." - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები