ავტორი:

ნეიმარს და "რეალის" მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ნეიმარს და "რეალის" მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თანამედროვე ფეხბურთის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Eurosprt-ი ავრცელებს. ცნობისთვის, ნეიმარი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატ ლიგა-1-ში თამაშობს და ის კლუბ პარი-სენ ჟერმენის ფეხბურთელია. ინფორმაცია ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, კორონავირუსი დაუდასტურდა კლუბის კიდევ ორ ფეხბურთელს, ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს. პსჟ-მა დაადასტურა, რომ ფეხბურთელების ტესტებმა დადებითი პასუხები აჩვენა. ისინი დასასვენებლად იბიცაზე იმყოფებოდნენ.

კორონავირუსი აგრეთვე "რეალის" მეკარე ტიბო კურტუას დაუდასტურდა. საბოლოო დიაგნოზს მას სისხლის ანალიზის შემდეგ დაუსვამენ და თუ მართლა დაინფიცირებულია, ბელგიის ნაკრებს ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარება - 5 სექტემბერს დანიასთან და 8 სექტემბერს ისლანდიასთან.

Three @PSG_English players are confirmed positive after a Sars CoV2 test and have undergone the appropriate health protocols.

All players and staff will continue to be tested over the next few days.
— Paris Saint-Germain (@PSG_English) September 2, 2020

ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანიის მთავრობა?

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

კადიროვმა  ქალიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნა - ვინ არის აიშატ კადიროვა - მამის პოლიტიკური მემკვიდრე და ჩეჩნეთის მთავარი "ფეშენისტა"