ავტორი:

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილი მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს. მიზეზი ინფარქტი გახდა, რის გამოც მსახიობს ჯოენის კლინიკაში სტენტირება გაუკეთეს.

მისი მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია, მალხაზ ქვრივიშვილი თავად ესაუბრა AMBEBI.GE-ს როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებით დავუკავშირდით:

- დიდი მადლობა მოკითხვისთვის, კლინიკაში ვრჩები, თუმცა უკეთესად ვარ. ხომ იცით როგორაა ადამიანი? წამია წუთისოფელი და მეც უცებ დამემართა ინფარქტი.

მეუღლესთან, ხათუნა ფეიქრიშვილთან ერთად

- სად იმყოფებოდით შემთხვევის დროს, რაიმეზე ინერვიულეთ?

- ქუჩაში ვიყავი, მანქანაში ვიჯექი და ტელეფონზე ველაპარაკებოდი ჩემს მეგობარს, თან მეუღლეს ველოდებოდი, სწორედ ამ დროს დამარტყა გულმა. რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, დღეს რა იქნებოდა არ ვიცი, მან გადამარჩინა! ის რომ არა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული.

რაც შეეხება ნერვიულობის მიზეზს, ემოციების გამოხატვა არ მიყვარს, ყოველთვის ვინარჩუნებ სიმშვიდეს, როგორც ეტყობა ამჯერად ვეღარ გადავხარშე გარშემო შექმნილი პრობლემები.

იმ მომენტში როდესაც ინფარქტმა დამარტყა, მეგობარს ვესაუბრებოდი ტელეფონზე, ჩვენს საერთო ბიზნესზე ვლაპარაკობდით და იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსმა შექმნა მსოფლიოში. ყველაფერი ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთთან. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც დღიური ანაზღაურება აქვს?

- როდის გწერენ კლინიკიდან?

- კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გამომწერენ. ერთი სტენტი ჩამიდგეს და მალე კიდევ ორი ოპერაცია მჭირდება.

კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში