ავტორი:

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

კორონავირუსის ახალ ტიპს, Covid-19-ს მსოფლიოს 165 ქვეყანა ებრძვის. ოფიციალური პირები, მედიკოსები სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, ზოგ ქვეყანაში კი სავალდებულო კარანტინია გამოცხადებული და ადამიანებს მხოლოდ განსაკუთრებულ, გადაუდებელ შემთხვევაში აქვთ გარეთ გასვლის უფლება. შეჩერებულია ავიამიმოსვლა, ჩაკეტილია საზღვრები.

ამ ყოველივეს გამო დაცარიელებულია ქალაქები და მათ შორის უმსხვილესი ტურისტული ადგილები.

სააგენტო Reuters ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ შეიცვალა დედამიწა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ და როგორია ახლა ადამიანებისგან მიტოვებული ადგილები:

საუდის არაბეთი, მექა. როგორც "როიტერსი" წერს, ეს ფოტო 2020 წლის 14 თებერვალსაა გადაღებული
იგივე ადგილი 2020 წლის 3 მარტს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 171 დადასტურებული შემთხვევაა
ლიბანი, ბეირუთი. 2020 წლის 12 მარტი
როგორც "როიტერსი" წერს, იგივე ადგილი სრულად დაცარიელებულია მას შემდეგ, რაც ბეირუთმა კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სააგენტოს ცნობით, ეს ფოტო 15 მარტსაა გადაღებული
ჩინეთი, პეკინი, 2019 წლის 21 დეკემბერი
ასე გამოიყურება თანამგზავრიდან იგივე ადგილი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. "როიტერსის" ცნობით, ეს ფოტო 2020 წლის 11 თებერვალსაა გადაღებული.
ერაყი, ქალაქი ერბილი. "როიტერსის" ცნობით ფოტო 2020 წლის 13 მარტს არის გადაღებული
ასე გამოიყურება იგივე ადგილი ახლა. მხოლოდ მტრედები დარჩნენ. ქალაქი ჩაიკეტა და მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა. ამ დროისთვის ერაყში კორონავირუსის 154 დადასტურებული შემთხვევაა. 11 პაციენტი გარდაიცავალა, ხოლო 41 გამოჯანმრთელდა.
ტოკიოს ფოტო თანამგზავრიდან, რომელიც 2020 წლის 1 თებერვალსაა გადაღებული
ასე გამოიყურება იგივე ადგილი ახლა
"როიტერსი" ერაყის აეროპორტში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდამდეა გადაღებული.
ახლა იქ ერთი მგზავრიც აღარაა...
ჩეხეთი, პრაღა - 2019 წლის 7 ნოემბერი
"როიტერსის" ცნობით, ეს ფოტო 2020 წლის 16 მარტსაა გადაღებული. ამ დროისთვის ჩეხეთში კორონავირუსით 464 ადამიანია ინფიცირებული. 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
აშშ, ფლორიდა, "დისნეის სამეფოს" ავტოსადგომი. ფოტო 2020 წლის 15 მარტსაა გადაღებული.
იგივე ადგილი 16 მარტს, მას შემდეგ რაც კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა შეაჩერეს

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში 203 567 დაინფიცირდა, მათ შორის 8160 გარდაიცვალა, ხოლო 82 813 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა

ვენეციის არხებში წყალი სუფთა და კამკამა გახდა - კორონავირუსის დადებითი გავლენა გარემოზე (ფოტოები)