ავტორი:

"მადლიერების ტაში" - საქართველოს მოქალაქეებმა აივნებიდან და ფანჯრებიდან ექიმები ტაშით გაამხნევეს (ფოტო)

"მადლიერების ტაში" - საქართველოს მოქალაქეებმა აივნებიდან და ფანჯრებიდან ექიმები ტაშით გაამხნევეს (ფოტო)

დღეს, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და "სექტორ 3"-ის ორგანიზებით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართა. ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები, რომელიც ემოციურ მომენტს ასახავს:

"ეს არის მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღირებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით. ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21 საათზე გაერთიანდებიან“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

"პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები" - დეკანოზი  ჯაღმაიძე

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს