ავტორი:

იაპონური წამალი, რომელიც ჩინელი ექიმების თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

იაპონური წამალი, რომელიც ჩინელი ექიმების თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

ჩინელი მედიკოსების განცხადებით, იაპონური წარმოების გრიპის საწინააღმდეგო წამალი, ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ამის შესახებ the Guardian წერს.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის, ჟანგ შინმინის თქმით, წამალი სახელად "ფავიპირავირი“ ეფექტური აღმოჩნდა Covid-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ.

"ის გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და აშკარად ეფექტურია მკურნალობისთვის,“ - ამბობს მინისტრის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, უხანში ამ წამლის გამოყენებით, 340 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება. შედეგი კი პოზიტიური და იმედისმომცემია.

შინმინის ცნობითვე, Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებმაც ეს პრეპარატი მიიღეს, კორონავირუსის ტესტს რეგულარულად უტარებდნენ და აღნიშნული პრეპარატით მკურნალობიდან მეოთხე დღეს ტესტსმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

წამალს იაპონური ფარმაკოლოგიური კომპანია Fujifilm Toyama Chemical 2016 წლიდან აწარმოებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც იაპონელი ექიმები ამბობენ, მათაც სცადეს იგივე პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოყენება და აღმოჩნდა, რომ ის ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა ვირუსი არაა გართულებული, ხოლო გართულებულ შემთხვევებში ის ეფექტური არ არის.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის პირველი კლინიკური ვერსიის გამოცდა Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებზე უკვე მიმდინარეობს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მომდევნო თვეში, აპრილში, უკვე უნდა იყოს სურათი იმისა, თუ რამდენად წარმატებულია პრეპარატი.(ნახეთ: აშშ-ში ცდიან მედიკამენტს, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი უკვე განიკურნა)

BBC - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ

"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები