ავტორი:

BBC - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ

BBC - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ

აზიის ქვეყნებს - ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს - კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან, - ამის შესახებ "ბიბისი" წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, თუმცა იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა სამხრეთ კორეაშიც, სადაც 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა უცნობია, რამდენია მათ შორის იმპორტირებული შემთხვევების ზუსტი რაოდენობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა სინგაპურში და აქედან 33 იმპორტირებული შემთხვევაა.

"აქცენტი ევროპასა და აშშ-ზეა გადატანილი, მაგრამ ახალი რიცხვები მიანიშნებს, რომ აზიაში ვირუსის გავრცელების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია", - წერს გამოცემა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 216 000-ს მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 8 749-მდე გაიზარდა.

იაპონური წამალი, რომელიც ჩინელი ექიმების თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია

"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები