ავტორი:

ესპანეთში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით ქართველი ქალი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შემქნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, კორონავირუსთან ერთად, 74 წლის ქართველ ქალს ჰქონდა სხვა თანხმლები ქრონიკული დაავადებები, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი იყო.

19 მარტიდან სავაჭრო ცენტრებსა და მოლებში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი დროებით იხურება

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა