ავტორი:

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ანა ჯაბაური ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, გამსახურდიას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.

"კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები - აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს.

ჯერ-ჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება" - წერს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ.

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

"ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია" - მარინა ეზუგბაია