ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამით გაიზარდა და ამ დროისთვის 43 შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია სამი ახალი შემთხვევა რომელ კლასტერს მიეკუთვნება და საიდან დაინფიცირდნენ ეს ადამიანები. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ადამიანები სხვა კლინიკაში წვანან და დაავადებათა კონტროლის მიერ აღებული სინჯებით, მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 43, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში - 1575 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 275.

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი