ავტორი:

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რამე განსაკუთრებული არ არის და ყველას პროგნოზი კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხებათ ახალ ინფიცირებულებს, მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ანალიზი არ იციან, შესაბამისად, უცნობია, რომელი კლასტერია ან ახალი შემთხვევაა თუ არა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში არ არიან მოთავსებულები.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებულები. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომაროება სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის”, - განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, საყურადღებოა 86 წლის პაციენტის მდგომარეობა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით.

"ალბათ, გაინტერესებთ ერთ-ერთი ქალბატონის, რომელიც 86 წლისაა მდგომარეობა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებო ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ყველაფერი დასრულდეს კარგად“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი