ავტორი:

"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი

"მსურს გამოვეხმაურო ჩემს მიმართ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას..." - რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი დავით გომართელი

მომღერალი დავით გომართელი, რომელიც იტალიიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, პოსტს აქვეყნებს და მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"ძვირფასო მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო უახლოეს საათებში, სოციალურ ქსელებში ჩემს მიმართ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას.

მოგახსენებთ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო და კერძოდ დედაჩემის ჯანმრთელობის გაუარესების დიდი რისკის გამო (დედა 90 წლის გახლავთ). მომიწია, ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლის წესის დაცვით, იტალიიდან დროებით საქართველოში გამომგზავრება.

საქართველოში შემოსვლის დროს, საზღვარზე გავიარე დადგენილი შემოწმება და რეგულაციების თანახმად ვიმყოფები თვითიზოლაციაში და საბედნიეროდ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომები არ გამაჩნია.

ჩემი საქართველოში შემოსვლისთანავე დავრეკე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე (მსურვრლებს შეუძლიათ გადაამოწმონ) და მათგან მივიღე შესაბამისი რეკომენდაციები.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ პიროვნებები, რომლებიც არსებული მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ავრცელებენ არასწორ და მავნებლურ ინფორმაციას. ამით ჩვენს ქვეყანას აგდებენ უფრო რთულ და პანიკურ სიტუაციაში.

რაც ჩემი აზრით ძალზე საშიშია. არ დაუჯეროთ ასეთ „ფეიკ“ ინფორმაციებს. აქვე მსურს გითხრათ,რომ ძალზე შეწუხებული ვარ, რომ ამ კრიზისული სიტუაციის დროს მომიწია ჩემი კოლეგებისა და თანამშრომლების დატოვება იტალიაში.

ქედს ვუხრი ყველა მათგანს, მათი პროფესიონალიზმისთვის, ქვეყნისა და საქმის ერთგულებისათვის.

კიდევ ერთხელ მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო ჩემი მეგობრებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც მართლა ალალად განიცდის არამარტო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არამედ მთელს სამყაროში არსებულ მდგომარეობას. იცავს რეგულაციებსა და არ აღღვევს კანონს.

უფლის წყალობა იცავდეს საქართველოსა და მთელს კაცობრიობას." - წერს დათო გომართელი.

როგორც ცნობილია, დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი