ავტორი:

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, დაიცვას ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა.

"რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას, ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ დადგენილებით ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

ჩვენ ვზღუდავთ მოქალაქეების მობილობას და მოვუწოდებთ მათ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. რა თქმა უნდა, თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამკაცრებით დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია, თუმცა ჩვენ ვამბოთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ბალანსი - ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაგრამ თან ისე, რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული საბაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი