ავტორი:

"არავინ გაიძულებთ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ვირუსს შორის" - მეუფე გრიგოლი

"არავინ გაიძულებთ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ვირუსს შორის" - მეუფე გრიგოლი

ფოთის საკათედრო ტაძარში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკვირაო წირვა-ლოცვას აღავლენს. მან ლოცვის დაწყებამდე შეკრებილ მრევლს მიმართა. მისი თქმით, თითოეული ქრისტიანი მზად არის თავი გაწიროს ქრისტესთვის, ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის.

მან შეკრებილებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

"როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგომა და გიყვარდეს მოყვასი შენი. არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის, ღმერთსა და ვირუსს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას. ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივისმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას.

დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის, რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრებში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება. არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან, ვერ უძლებენ ამას. როგორი სუსტები ვართ. საგანგებო მდგომარეობა იმით არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თვალწინ მტერს, თუ ადამიანი მოერიდება არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გახარიას თქმით, მარნეულთან დაკავშირებული შიდა გადაცემა, სავარაუდოდ წლისთავზე მოხდა

კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა - "5 უარყოფითი პასუხი მივიღეთ"